აშშ ირანს ქიმიური იარაღის საიდუმლო წარმოებაში ადანაშაულებს


     ამერიკის შეერთებული შტატების ირანს ქიმიური იარაღის საიდუმლო წარმოებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში აშშ-ის ელჩმა, კენეთ უარდმა განაცხადა. ელჩმა ინფორმაცია ჰააგაში გამართულ სხდომაზე გააჟღერა. ამის შესახებ VOA წერს.

     ამერიკელი დიპლომატი ამბობს, რომ ასეთი ქმედება საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევაა. მისივე ინფორმაციით, ირანის მიერ წარმოებულ იარაღს, ნერვული სისტემის პარალიზება შეუძლია. 

     ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ ოფიციალურ თეირანში.

     5 ნოემბერს ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტი ამოქმედდა. სანქციები საზღვაო გადაზიდვებზე, ენერგეტიკასა და ირანულ ბანკებზე ვრცელდება.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://imedinews.ge/ge/msoflio/86639/ashsh-iransqimiuri-iaragis-saidumlo-tsarmoebashiadanashaulebs