,,დამთავრდება არჩევნები და გამჩენის დღეს ვაწყევლინებ..."-ნიკოლოზ მჟავანაძე


     ,,უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს, რომ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობის", საია-ს და ,,სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელების ქმედებები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.
 
     ნიკოლოზ მჟავანაძის თქმით აღნიშნული პირები არ  წარმოადგენენ კანონით განსაზღვრულ იმ სუბიექტებს რომლებსაც უფლება აქვთ არ გაამჟღავნონ მოწოდებული ინფორმაცია.
 
      საერთაშორისო გამჭვირვალობის, საია-ს და სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელების ქმედებები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის, საია-ს აღმასარულებელი დირექტორის ირმა პავლიაშვილის და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" ხელმძღვანელის მიხეილ ბენიძის განცხადებები იუსტიციის სამინისტროს მიერ ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭვდასთან დაკავშირებით, რა დროსაც გამოძიებისთვის არანაირი მტკიცებულება არ იქნა წარდგენილი აღნიშნული ბრალდების დამადასტურებლად.
 
    შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად დანაშაულებებს: 373-მუხლი ,,ცრუ დასმენა'', და 371- მუხლი ,,ჩვენების მიცემაზე მოწმის ან დაზარალებულის მიერ უარის თქმა''. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავ მთავარ პროკურატურას დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რათა სამართლებრივი შეფასება მიეცეს ,საერთაშორისო გამჭირვალობის'', ,,სამართლიანი არჩევნების'' და ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის'' ხელმძღვანელთა ქმედებებს. ორგანიზაციის განცხადბები რომ მათ უფლება აქვთ არ დაასახელონ წყარო თუ ვისგან ან საიდან მოიპოვეს მტკიცებულებები ყალბი პირადობების მოწმების დამზადებასთან დაკავშირებით არასწორია, რადგან ისინი არ წარმოადგენენ კანონით განსაზღვრულ იმ სუბიექტებს რომლებსაც უფლება აქვთ არ გაამჟღავნონ მოწოდებული ინფორმაცია.
 
     როგორ მინდა ზოგიერთებს გადაუარო, მაგრამ არ მინდა ნაცების წისქვილზე დავასხა წყალი. დამთავრდება არჩევნები და გამჩენის დღეს ვაწყევლინებ ზოგიერთ ნაძირალა სოროსელ ლეკვს!"– აღნიშნავს ნიკოლოზ მჟავანაძე.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно