დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პარლამენტის წევრები გრიგოლ ვაშაძეს მხარდაჭერას უცხადებენ


     დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პარლამენტის წევრები გრიგოლ ვაშაძეს მხარდაჭერას უცხადებენ.

     უზენაესი საბჭოს 3 ყოფილი წევრი - ვახტანგ ცაგარეიშვილი, ბეჟან ჯავახია და რევაზ კემულარია, აცხადებენ, რომ 1989 წელს, როცა მათ ხელი დამოუკიდებლობის დეკლარაციას მოაწერეს, იცოდნენ, რომ ბრძოლა რუსეთთან ხანგრძლივი და მძიმე იქნებოდა.

     ყოფილი დეპუტატების შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნები სწორედ რუსეთის კიდევ ერთი საბრძოლო მოქმედებაა საქართველოს წინააღმდეგ, სალომე ზურაბიშვილი კი რუსული პროექტი. ამიტომ დეპუტატები გრიგოლ ვაშაძეს ღიად უჭერენ მხარს და მის საარჩევნო კამპანიაშიც ერთვებიან.

     "რეჟიმი, რომელიც საქართველოს მართავს ბოლო 6 წლის განმავლობაში, არავითარი უნიათო და არავითარი მხოლოდ ოლიგარქული მმართველობა არის, ეს არის რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი, ასეთი სახით არის ის წარმოდგენილი. ეს არ არის ქართული ოცნება, ეს არის რუსეთის ოცნება. ამავე დროს, მათივე ნაწილი - პატრიოტზთა ალიანსი, მოსკოვში ხვდება იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე უარს ამბობენ და აქედან არიან გასულები," - განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, 1990-91 წლებში საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრმა, ბეჟან ჯავახიამ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/119522