,,საქართველოს მწამებლებს არ დავუთმობთ"– ირმა ინაშვილი


     „საქართველო ქართველი ხალხის არის. ბოკერიები-სააკაშვილები არ გამოსწორდებიან. არ დავუთმობთ საქართველოს ამ მანიაკებს"- ამის შესახებ ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა, ირმა ინაშვილმა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

     ირმა ინაშვილი აქციაზე შეკრებილებს მოუწოდებს, გაერთიანდნენ და არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილს დაუჭირონ მხარი.

     ამიტომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და მოვიკრიბოთ ძალები, მივიდეთ არჩევნებზე, მხარი დავუჭიროთ ზურაბიშვილს და იცოდეს მან, რომ მას ირჩევს არა „ქართული ოცნება", არამედ ქართველი ხალხი. სალომე ზურაბიშვილი პასუხისმგებელია ქართველი ხალხის წინაშე. ქართველ ხალხს არავინ აღარ უნდა უღალატოს.

     კოაბიტაცია იყო ღალატი, ამ კრიმინალების გამოცხადება მთავარ ოპოზიციურ ძალად იყო ღალატი. ჩვენ ვართ მთავარი ოპოზიციური ძალა, თქვენთან ერთად. დღეს ყველა ვიცავთ ჩვენი შვილების მომავალს. კიდევ ერთხელ ვამბობ – ამ მანიკებისთვის დასათმობი საქართველო არ გვაქვს, საქართველოს მწამებლებს არ დავუთმობთ. არა წარსულში დაბრუნებას, წინ მომავლისკენ. ჩვენი ქვეყანა უნდა ავაშენოთ და გავაერთიანოთ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно