,,ადეიშვილი ბიზნესმენებს თუ რამეს სთხოვდა, სთხოვდა სიღნაღისა და ბათუმის ასაშენებლად"- სააკაშვილი


     ,,ზურა ადეიშვილი თუ რამეს სთხოვდა, სთხოვდა არა თავისთვის, არამედ სიღნაღისა და ბათუმის ასაშენებლად", – ამის შესახებ „ტვ პირველის" ეთერში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

     მისი თქმით, ბევრი ბიზნესმენი, ვისაც რაღაცეების გაკეთება და აშენება სთხოვეს, ახლა შემოსავალს იღებენ და შესაბამისად უკმაყოფილონი არ იქნებიან. 

     „მე ამას არ ვამართლებ, ეს არ იყო სწორი. ზედმეტი სურვილი, რომ რაღაც გაეკეთებინა ქვეყნისთვის, არ ამართლებს, ვიღაც ამის გამო შეავიწროვო. თუმცა ბევრი ბიზნესმენი, ვისაც რაღაცეების გაკეთება და აშენება სთხოვეს, ახლა შემოსავალს იღებენ და არ მგონია, ახლა ისინი უკმაყოფილო იყვნენ, რომ ამ საქმეში ფული ჩადეს, მაგრამ ძალით არავის უნდა წაართვა. ეს პროკურორის და პოლიციის საქმე არ არის, მაგრამ როგორ შევადარო ეს ხალხი ფარცხალაძეს, ჩხარტიშვილს, უჩას. არც ერთ იმ ხალხს არც რკინიგზა წაუღია და არც „საქართველოს ფოსტა", ამიტომ ნუ შევადარებთ ერთმანეთს", – განაცხადა სააკაშვილმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно