,,ზვიადისტო, ედუარდისტო, მიშისტო, ბიძინისტო! ამგვარი დამოკიდებულებით ვერ გავერთიანდებით"- პოლიტოლოგი


     დღეს, ქვეყანაში არსებულ სიძულვილით აღსავსე პოლიტიკურ გარემოში, რომელიც დესტაბილიზაციით ემუქრება ჩვენს სახელმწიფოებრიობას და საზოგადოებას, - უახლოეს მომავალში უნდა შეიქმნას სახალხო-სამოქალაქო მოძრაობა "ეროვნული პლატფორმა", რომელიც რევანშისტი ნაცების და გაკოტრებული ქოცების ალტერნატიულ ძალად ჩამოყალიბდება და ახალი საარჩევნო კანონის საფუძველზე შეცვლის მანკიერ პოლიტიკურ სისტემას, მოქმედ ხელისუფლებას, ხელს შეუწყობს სამართლიანი და კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს შექმნას, რაც გარანტირებულად წარმოშობს ჯანსაღ პოლიტიკურ ოპოზიციას!!!

     ეს არ იქნება მარტივი საქმე, რადგან "ეროვნული პლატფორმის" შექმნის საფუძველი ვერ და არ იქნება პოლიტიკური თანამოაზრეობის პრინციპი, ეს წინასწარ განწირული მცდელობა იქნებოდა, რადგანაც პოლიტიკურად გახლეჩილი, დანაწევრებული და დაპირისპირებულია ქართული პოლიტიკური სპექტრი, რასაც 27 წელიწადია ვადევნებთ თვალს და რისი გაგრძელებაც დაუშვებელია, ვინაიდან, სასწორზე დევს საქართვეოს სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის შენარჩუნების საკითხი!!! ამიტომ, იმისათვის რომ გამოვიდეთ ამ დამღუპველი პოლიტიკური ლაბირინთიდან, "ეროვნული პლატფორმის" შესაქმნელად ქართულ საზოგადოებას მოუეწვს დიდი ძალისხმევის გაღება და ამავდროულად, არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც არ იხელმძღვანელებს პიროვნებების პოლიტიკური წარსულის ან პარტიულ შეხედულებების მიხედვით, არამედ -  დაეფუძნება პიროვნებების ღირსებას, სამშობლოსადმი ერთგულებას, ქართული სახელმწიფოებრიობის თავდადებულ მსახურებას!!!! 

     ამგვარად, "ეროვნული პლატფორმა" გააერთიანებს ყველა აქამდე არსებული პოლიტიკური მიმდინარეობის თუ ჯგეფების იმ ღირსეულ წევრებს, რომლებისათვისაც ეროვნული და პიროვნული ღირსება წარმოადგენს უპირველეს ღირებულებებს და არა ის, თუ წარსულში ვინ და რომელ პოლიტიკურ ბანაკში იყო, რადგანაც "უკან ყურება", პოლიტიკურად კიდევ უფრო დაგვყოფს და დაგვაქცევს!!!!! 

     დიახაც, "ეროვნული პლატფორმა" ღირსების მატარებელი ადამიანების ერთობით უნდა ჩამოყალიბდეს, ვინც ღირსება შეინარჩუნა, - მიუხედავად ყველა პოლიტიკური კატაკლიზმებისა თუ შეცდომებისა, რაც თითოეულ ჩვენთაგანს თავს გადახდა, ანუ, "ეროვნული პლატფორმაში", მხოლოდ ღირსეული წევრები იქნებიან, ვერავინ ვერავის ვერ წამოაძახებს:"ზვიადისტო", "ედუარდისტო", "მიშისტოსაც" კი, თუ "ბიძინისტოს", - რადგანაც ამგვარი დამოკიდებულებით ვერ და არ  გავერთიანდებით - "ღირსეული საქართველოსთვის"!!!!!! P.S. სახალხო-სამოქალაქო მოძრაობის "ეროვნული პლატფორმა", დევიზი უნდა იყოს, - "ღირსეული, თავისუფალი საქართველოსთვის"!!!!!!

ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно