ველოდებით სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობას- აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტი


      ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობას ელოდება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, რობერტ პალადინომ განაცხადა.

     „აშშ ელოდება საქართველოს არჩეულ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობას და საქართველოსთან მნიშვნელოვანი ორმხრივი და რეგიონული საკითხების ფართო სპექტრზე მჭიდრო პარტნიორობის გაგრძელებას, მათ შორის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველოს კონტრიბუციის მხრივ", – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно