,,სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება ცხადყოფს საქართველოს პროდასავლურ ორიენტაციას"– ვიქტორ ბოშტინარუ


     ,,სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება ცხადყოფს საქართველოს პროდასავლურ ორიენტაციას"– ამის შესახებ ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატების პოლიტიკური ჯგუფის ვიცეპრეზიდენტი ვიქტორ ბოშტინარუ სალომე ზურაბიშვილისადმი მისალოც წერილში აცხადებს.
 
     „საქართველომ და ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბოლო წლებში მიღწეული შთამბეჭდავი პროგრესი, რეალური, გამართული და სტაბილური დემოკრატიის მშენებლობის გზაზე. თქვენი გამარჯვება კანდიდატზე, რომელიც აშკარა საბჭოთა მემკვიდრეობით არის დამძიმებული, დამატებით ცხადყოფს საქართველოს პროდასავლურ ორიენტაციას. როგორც ევროკავშირში თქვენი ქვეყნის ინტეგრაციის დიდი მხარდამჭერი, მივესალმები შედეგს, რომელიც პასუხობს საქართველოს მთავრობისა და პროევროპული პოლიტიკური ძალების დაუღალავ ძალისხმევას”, – ვკითხულობთ წერილში.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно