,,რუსეთი არ ყოფილა დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის ინიციატორი"- ზახაროვა


     ,,რუსეთი არ ყოფილა დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის ინიციატორი, ეს იყო უდიდესი შეცდომა, რომელიც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ დაუშვა"– ამის შესახებ სერგეი ლავროვის მოადგილემ, მარია ზახაროვამ განაცხადა. 
 
     ზახაროვამ ყოველკვირეულ ბრიფინგზე საქართველოში ჩატარებული არჩევნები შეაფასა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი მათთვის კარგადაა ცნობილი.
 
      „თქვენ თვითონ ახსენეთ, რომ ის იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ამ კუთხით სალომე ზურაბიშვილი, რა თქმა უნდა, კარგადაა ჩვენთვის ცნობილი. რაც შეეხება, რას შეიძლება ველოდოთ, ეს შეკითხვა რუსეთის საგარეო უწყების მიმართ არაა. ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე, რაც კარგადაა ცნობილი. რუსეთი არ ყოფილა დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის ინიციატორი. ეს იყო უდიდესი შეცდომა, რომელიც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ დაუშვა. ამასთან გვესმის, რომ ასეთი მდგომარეობით ზარალდება ჩვენი ქვეყნების მოსახლეობა. სხვადასხვა მიმართულებით, რომლებიც, სამწუხაროდ, არ უკავშირდება სახელმწიფოთაშორის ურთიერობას, იქნება ეს კულტურული, ეკონომიკური თუ ჰუმანიტარული კავშირები გრძელდება, მაგრამ ეს ურთიერთობები რთულდება, რადგან არ არსებობს ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის," - განაცხადა ზახაროვამ. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно