დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს არ მიესალმა


     დონალდ ტრამპი არგენტინაში დიდი ოცეულის სამიტზე იმყოფება. ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის გაუქმების შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუს კოლეგას არც კი მიესალმა.

     იმ დროს, როდესაც მსოფლიო ლიდერები სამახსოვრო ფოტოს გადასაღებად შეიკრიბნენ, დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთისგან შორს იდგნენ.

     მედიის ინფორმაციით, ლიდერებს ერთმანეთთან კონტაქტი არც სხდომის დაწყებამდე ჰქონიათ. ვლადიმერ პუტინი მრგვალ მაგიდასთან იჯდა, დონალდ ტრამპი კი დარბაზში თითქმის ყველა ლიდერს გაესაუბრა.

     BBC-თვის მიცემულ ინტერვიუში დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ახლა პუტინთან შეხვედრისთვის შესაბამისი დრო არ არის. ეს იმ ფონზე, რაც აზოვის ზღვაში მოხდა და უკრაინულ გემებსა და მეზღვაურებს შეემთხვათ.

     რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ ლიდერები ერთმანეთს მიესალმნენ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/120133