,,პრეზიდენტი ჰყავს ქურდულ სამყაროს და ბიძინა ივანიშვილს"– გრიგოლ ვაშაძე


     „ჩვენ არჩევნებს ჩატარებულად არ ვაღიარებთ და მის შედეგებს არ ვცნობთ. საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს. პრეზიდენტი ჰყავს ქურდულ სამყაროს და ბიძინა ივანიშვილს"- ამის შესახებ საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებულმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
 
     მისი თქმით, ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელს შეიტანს.
       
     ამჟამად გაერთანებული  ოპოზიციის და ჩვენი პარტნიორების იურისტები  ამზადებენ სარჩელს რომელსაც ჩვენ შევიტანთ სასამართლოში მოთხოვნით ეს არჩევნები იქნას ცნობილი ბათილად. ამას არ შევურიგდებით,"-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно