რუსეთს ქერჩის სრუტე ბლოკადაში აქვს მოქცეული


     რუსეთს ქერჩის სრუტე ბლოკადაში აქვს მოქცეული - რუსები უკრაინული პორტებისკენ მიმავალ გემებს არ ატარებენ და არც იქიდან უშვებენ. უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, აზოვის ზღვის შესასვლელი ყველა სახის ხომალდისთვის გადაკეტილია.

    პარალელურად, უკრაინამ მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად მარიუპოლის პორტში დაცვა გააძლიერა. ქალაქის სანაპიროზე სამხედრო გემებია დისლოცირებული. პორტში კი, რკინიგზით ტანკებიც შეიყვანეს.

     გასულ კვირას უკრაინამ 16 იდან 60 წლამდე რუს მამაკაცებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ საომარი მდგომარეობის რეჟიმის ფარგლებში მიიღო.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/120263