,,რუსეთმა 2 წელი მოანდომა საქართველოზე სხვადასხვა გზით ზეწოლას"- კურტ ვოლკერი


      „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი აშშ-ს ადმინისტრაციის სპეციალურ წარმომადგენელს უკრაინის მოლაპარაკების საკითხებში აგვისტოს ომთან დაკავშირებით წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაკეთებული განცხადებებზე ესაუბრა.

      ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი ამბობს, რომ საქართველოს წინააღმდეგ აგრესია რუსეთს დიდი ხნით ადრე ჰქონდა დაწყებული.

     „ომის დაწყებამდე წლებით ადრე მთავრობაში ვმუშაობდი. ომის დროს კი ელჩი გახლდით ნატოში. ძალიან მნიშვნელოვანია დავუბრუნდეთ იმ კონკრეტულ პერიოდს. ვიდრე სროლები დაიწყებოდა. რადგან რუსეთმა 2 წელი მოანდომა საქართველოზე სხვადასხვა გზით ზეწოლას. დაბომბა რადარი საქართველოს ტერიტორიაზე, გაზარდა მისი შეიარაღებული ძალების რაოდენობა სამშვიდობოების სახელით, შეცვალა ამ ძალების ხარისხი, განათავსა საინჟინრო ძალები ხიდების ასაშენებლად, რათა გაეძლოთ ტანკების სიმძიმისთვის, აგდებდა ქართულ დრონებს, აკრძალა ღვინო და მინერალური წყალი, გამოაძევა ქართველები რუსეთიდან. ეს იყო საყურადღებო აგრესიული ქმედებები რუსეთის მხრიდან, რასაც მოჰყვა 2008 წლის აგვისტოს დღეები. არ მგონია, ნათელი სურათი იყოს იმის შესახებ, თუ კონკრეტულად ვინ გაისროლა და როდის. მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს მოხდა საქართველოს ტერიტორიაზე. საკითხი იმაში კი არ მდგომარეობს, ვინ გაისროლა პირველად, ან საითკენ ისროდა, არამედ ვინ ისროდა საქართველოს ტერიტორიის შიგნით, თუ არა რუსეთი ან მის სხვა მხარდაჭერილი სეპარატისტები? ვფიქრობ, არასწორია საკითხი დავსვათ ასე - ვინ გაისროლა პირველმა. კამპანიის მიმდინარეობის დროს ზურაბიშვილმა აღიარა, რომ მისი პირველი განცხადება არ მიიღო ქართველმა ხალხმა და ცდილობდა საკუთარი სიტყვები საქართველოში არსებულ საყოველთაო აღქმასთან შესაბამისობაში მოეყვანა,"- განაცხადა კურტ ვოლკერმა.

 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/120346