,,ჩემს მიმართ აგორებული უნიჭო შავი პიარი საარჩევნო კამპანიას ემსახურება"– მარგველაშვილი


      გიორგი მარგველაშვილმა ,,პალიტრანიუსის" გადაცემაში ,,360გრადუსი" ისაუბრა. პრეზიდენტს მიაჩნია, მის მიმართ აგორებული შავი პიარი საარჩევნო კამპანიას უკავშირდება. 

      რასაც დანერგავ ის დაგპირისპირდება. სააკაშვილს თავისივე დანერგილი სისტემა დახვდა წინ. კი ბატონო, სცადონ და დამიპირისპირონ. ჩემს მიმართ აგორებული უნიჭო შავი პიარი ემსახურება მხოლოდ საარჩევნო კამპანიას"- თქვა მარგველაშვილმა.

      მარგველაშვილის თქმით, მას ჯერ არ გადაუწყვეტია იყრის კენჭს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებზე.  
     
     არ გადამიწყვეტია ვიყრი თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭს. ძალიან დიდი პატივია ემსახურო საქართველოს, ქვეყნის პირველი პირის და მთავარსარდლის რანგში, მაგრამ აი ამ რაღაც იწილო-ბიწილოში და ამ ჭიქაში მუდმივ ქარიშხლებში და შავ პიარებში პიროვნულად დავიღალე. ამ რაღაც ჯღანავის გაგრძელება, რომ ვიღაც გამოხტება და იტყვის პრეზიდენტი მთავარსარდალი არ არის, მერე რატომღაც უნდა ვუპასუხო, ვიღაც გამოხტება და იტყვის, პრეზიდენტმა მარტო პანაშვიდებზე უნდა იაროსო და ინსტიტუტს მიაყენებს შეურაცხყოფს და ამაში რომ ვიხარჯები, ძალიან დამღლელია. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно