გიორგი მარგველაშვილის სიძე დააკავეს


    ნუცუბიძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭურია დაკავებული. გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ამაშუკელის ქუჩაზე იმ საცხოვრებელ კორპუსში მივიდნენ, სადაც გოგოჭურს ბინა ჰქონდა ნაქირავები. მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომლის გვარიც სავარაუდოდ რაზმაძეა.
 
     ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, გოგოჭურსა და მის თანმხლებ პირს ცეცლხსასროლი იარაღი ჰქონდათ, რომელიც საცხოვრებელი ბინის აივნიდან ხევში გადაყარეს. მოგვიანებით კი იარაღი სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно