რას ყვება ბინის მეპატრონე, სადაც პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური დააკავეს?


    ბინის მეპატრონე, სადაც პრეზიდენტის სიძე დააკავეს, მისი მდგმურების შესახებ საუბრობს. ია სეხნიაშვილი იხსენებს, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ მისი ბინა მინდია გოგოჭურმა იქირავა. ქალბატონი განმარტავს, რომ საეჭვო არაფერი შეუნიშნავს და არც ის იცის, თუ ვინ ცხოვრობდა მის სახლში.

    "მინდიაზე გავაქირავე და ვინ ცხოვრობს არ შემიმოწმებია. 6 თვით იქირავეს. წყვილი იყვნენ მოსული თვითონ და თავის ცოლი. ერთი თვეც არ გასულა. ძალიან მშვენიერი ნორმალური წყვილი ჩანდა, არაფერი არ შემიმჩნევია,"-აცხადებს ია სეხნიაშვილი. 

    შეგახსენებთ, რომ გვაინ ღამით ამაშუკელის ქუჩაზე სპეცოპერაცია  ჩატარდა, რომლის შედეგადაც 2 პირი დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭურია. შსს-ს ინფორმაციით, მეორე დაკავებული გოგოჭურის მეგობარია, რომელიც სავარაუდოდ გვარად რაზმაძეა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/120511