,,რატომ ეკუთვნის ბიუჯეტიდან მილიონი ლარი პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელმაც ხმების 10% აიღო?"– გაბრიჩიძე


     ჟურნალისტი გია გაბრიჩიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
 
     ,,რატომ ეკუთვნის ბიუჯეტიდან 1000000 (ერთი მილიონი!) ლარი პრეზიდენტობის იმ კანდიდატს, ვინც ხმების 10% აიღო? რა დამსახურებისთვის უნდა მივცე ჩემი ფული ვიღაც პოლიტიკანს, რომელსაც არც მე და არც საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არ ენდობა?

    მივმართავ ფინანსთა სამინისტროს – ჩემი გადასახდელი წილი გადარიცხეთ მოხუცთა თავშესაფარში. წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავ სასამართლოს ჩემი ნების გარეშე, ჩემი თანხების განკარგვის გამო. 

     დაე წავაგო ეს პროცესი, მაგრამ ეს იქნება დასაწყისი პოლიტიკანური პარტიების დაფინანსების წინააღმდეგ! ჰო, ისე ზოგადი ცნობებისთვის – მე მარტო არ ვარ. უამრავი ადამიანია ამ უაზრო კანონის, თუ დადგენილების წინააღმდეგი!"- წერს გია გაბრიჭიძე.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно