,,რუსეთი აქტიურად დგამს უკანონო ნაბიჯებს რეგიონების ფაქტიური ანექსიისკენ"-ზალკალიანი


     რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია იყო მთავარი საკითხი, რომლის შესახებაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 25-ე სხდომაზე ისაუბრა.

     სიტყვით გამოსვლისას დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებს და ეუთოს ტრიბუნიდან არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორია მკვლელობების შესახებ ისაუბრა.

     მინისტრმა კიდევ ერთხელ განაცხადა საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ.

     „საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მასშტაბური აგრესიიდან 10 წლის შემდეგ, რუსეთის ფედერაცია კვლავ არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთის ფედერაცია აქტიურად დგამს უკანონო ნაბიჯებს რეგიონების ფაქტიური ანექსიის მიმართულებით.

     არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დააკავა და წამებით მოკლა, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სასტიკი მკვლელობები, წარმოადგენს კიდევ ერთ შეხსენებას იმის შესახებ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა საგანგაშოა საქართველოს ორივე რეგიონში.

     ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც ორივე ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები ადამიანების ჰუმანიტარული, სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისკენაა მიმართული, მკაფიოდ ადასტურებს შერიგებისა და ნდობის აღდგენის პოლიტიკის მიმართ ჩვენს ერთგულებას,”-განაცხადა დავით ზალკალიანმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/120577