ირაკლი ნადირაძე: "კახი კალაძე ბიუროკრატიას ზრდის"


      ,,თბილისის მერი შემცირების ნაცვლად ბიუროკრატიას ზრდის"– ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
 
      ნადირაძის განცხადებით, თბილისის მერი არასწორად დაგეგმილი ბიუჯეტით ნათესავების და პარტიული აქტივისტების დასაქმებას გეგმავს. 

    „იმის ნაცვლად, რომ წარმოედგინა თბილისის მერს, კახი კალაძეს სწორად დაგეგმილი ბიუჯეტი, სადაც მკვეთრად იქნება შემცირებული ბიუროკრატია, კვლავ და კვლავ ზრდის ბიუროკრატიას, ახალ შპს-ებს, აიპ-ებს, რომ დაასაქმოს „ქართული ოცნების" აქტივისტები და ახლობელ-ნათესავები. ამის გარდა, მაშინ, როდესაც თბილისელებს მეტრო თავზე ენგრევათ, იმის ნაცვლად, რომ მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსება გაეზარდა, კახა კალაძემ გაანახევრა ეს მუხლი და 10 მილიონის ნაცვლად, მხოლოდ 5 მილიონს დახარჯავს,"- განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ.
 
     თბილისის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების მიხედვით, იზრდება თანამშრომლების შრომის ანაზღაურება და მცირდება ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. ცვლილებების მიზეზი კი ისაა, რომ გასულ წელს ნარმანიას ადმინისტრაციამ 34 მილიონი ლარი ვერ აითვისა. დაუხარჯავი თანხით თბილისის მერიაში ახალი აიპ-ები იქმნება. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно