კვირიკაშვილი: ,,ამ პროგრამით სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობა გაუმჯობესდება"


     პრემიერ–მინისტრის განცხადებით, ახალი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კასპის მუნიციპალიტეტში 1200 ჰა–ზე მეტი ფართობი 25 წლიანი იჯარით ორ სასაოფლო–სამეურნეო კოოპერატივს გადაეცემა. 

     კვირიკაშვილის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. 
 
     ,,მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დავიწყეთ ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენებას. ამ პროგრამის მიზანი გახლავთ ის, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს და მთიდან მიგრაცია შევაჩეროთ. სწორედ ამ მიზნით, დღეს ჩვენ გამოგვაქვს მთავრობაზე კასპისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში 1200 ჰა-ზე მეტი ფართობის მიწის სათიბ-საძოვრის 25 წლიანი იჯარით გადაცემა ორი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისათვის, რომლითაც ისარგებლებს 43 ადგილობრივი ოჯახი და მათ ჰყავთ 400-ზე მეტი სული საქონელი. ასევე, ამ ოჯახებს არ ექნებათ იმის შიში რომ ეს საძოვრები შეიძლება რაიმე კუთხით სხვა მიმართულებით გასხვისდეს და ეს იქნება დამაგრებული კონკრეტულად ამ ორ კოოპერატივზე.

     რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება, ეს ასევე იქნება კოოპერაციის წამახალისებელი სოფლის მეურნეობაში, კერძოდ მეცხოველეობაში. ასეთი წარმატებული მაგალითები ჩვენ უკვე გვაქვს და კიდევ ერთხელ მინდა გამოვეხმაურო „ბლაუენშტაინის", შვეიცარიულ-ქართული კომპანიის დადებით გამოცდილებას. ამ გამოცდილებას ჩვენ კიდევ არაერთხელ გამოვიყენებთ საქართველოში მთიანი რეგიონების მიმართულებით– აღნიშნა პრემიერმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно