,,ბიძინა ივანიშვილის ერთ სიტყვაზეა დამოკიდებული ჩემი ცხოვრება და მომავალი"– რუსუდან შარაძე


      ,,ბიძინა ივანიშვილის ერთ სიტყვაზეა დამოკიდებული ჩემი ცხოვრება და მომავალი"– ამის შესახებ აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე აცხადებს. 
 
     მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა იცის, თუ ვინ მოკლა გურამ შარაძე და აღნიშნულ საქმეზე საკმარისზე მეტი მტკიცებულებები აქვთ.
 
    ,,ცხოვრებაში რა არ შემხვედრია, რა არ გადამიტანია, მაგრამ იმედი და ბრძოლისუნარიანობა არასდროს დამიკარგავს. არც ენერგია შემომლევია და არც მკვლელების მხილების სურვილი გამქარწყლებია...  
 
     არ დავღილვარ! ახლა?  ახლა ყველაფერი სულერთია!

     კაცი რომელიც ლამის ღმერთკაცი მეგონა, ჩვეულებრივი მატყუარა აღმოჩნდა.

     მე მეტი აღარაფერი შემიძლია. ყველამ ყველაფერი იცის, პროკურატურაში - მოწმეთა ჩვენებები, სხვა მტკიცებულებები - ყველაფერი დევს. უშიშროების სამსახურმა დეტალურად იცის, ვინ მოკლა გურამ შარაძე და ვინ იყო დამკვეთი. ამის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებებიც სუს-ს აქვს. იმ სუს-ს, მამაჩემის ერთ-ერთი მკვლელის - დათა ახალაიას ზონდერები რომ ხელმძღვანელობენ.

     ერთი ადამიანის - ბიძინა ივანიშვილის ერთ სიტყვაზეა დამოკიდებული ჩემი ცხოვრება და მომავალი. ერთ კაცს - ბიძინა ივანიშვილს უნდა წამოსცდეს ერთი სიტყვა - გახსენით! და გახსნიან! ყველაფერთან ერთად, რა შეურაცხმყოფელია!"- წერს რუსუდან შარაძე.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно