,,ხელისუფლებას ვაფრთხილებთ, თუ მიწების გასხვისების გადაწყვეტილებას მიიღებს კანონიერი გზით დავამხობთ"– ბაღათურია


     „ჩვენი ამოცანაა, ქართული მიწების გაყიდვის ხარჯზე კორუმპირებული ჩინოვნიკების გამდიდრება არ დავუშვათ. ეს ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებაა. ჩვენ გუშინ ხალხის აქტივობის მხარდაჭერით მოვახერხეთ და არც ერთი ნაკვეთი არ გაყიდულა ირანელებზე, თურქებზე და ზოგადად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე", – ამის შესახებ ,,ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ იუსტიციის სახლთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. 

     ჯონდი ბაღათურიას განმარტებით, თუ ხელისუფლება თუ ,,მიწების გასხვისების გადაწყვეტილებას მიიღებს, ხალხი გამოვა და ამ ხელისუფლებას მშვიდობიანი, კანონიერი გზით დაამხობს."

     „კორუმპირებული საკონსტიტუციო სასამართლო არჩევნების გადაგორებას ელოდებოდა და პოლიტიკური დღის წესრიგით მუშაობდა. დიდი სურვილიც, რომ გვქონდეს, დღეს პიკეტირების რესურსი არ გაგვაჩნია. ჩვენ ახლა ხელისუფლებას ვაფრთხილებთ, თუ მიწების გასხვისების გადაწყვეტილებას მიიღებს, ხალხი გამოვა და ამ ხელისუფლებას მშვიდობიანი, კანონიერი გზით დაამხობს", –  ამბობს ბაღათურია.
 
     აქციის მონაწილეები, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც შეზღუდვა გააუქმა, "ანტიქართულს” უწოდებენ და შეზღუდვების დაწესებას მოითხოვენ. 

    საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ის სამართლებრივი ნორმა, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 2017 წლიდან მიწის რეგისტრაციის უფლება შეჩერებული ჰქონდათ კონსტიტუციის ახალი რედაქციის ძალაში შესვლამდე.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно