გერმანიის უშიშროების არქივში პუტინის „შტაზის“ მოწმობა იპოვეს


    გერმანულმა გამოცემა Bild-მა პუტინის „შტაზის” მოწმობის ფოტო გამოაქვეყნა. პუბლიკაციის ცნობით, ფოტო ამტკიცებს, რომ რუსეთის ლიდერი ბერლინის კედლის დანგრევამდე, აღმოსავლეთ გერმანიის სახელმწიფო უშიშროების სამსახურში მუშაობდა.

    პუტინის „შტაზის" მოწმობა ყოფილი სახელმწიფო უშიშროების სამსახურის დრეზდენის სამმართველოს არქივში იპოვეს.

    რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა მომხდართან დაკავშირებით ჟურნალისტებს ურჩია, რუსეთის საგარეო დაზვერვას მიმართონ.

    „შემიძლია ვივარაუდო, რომ იმ დროს საბჭოთა კავშირის უშიშროების სამსახურის კომიტეტი (კაგებე) და „შტაზი” თანამშრომლობდნენ და არ გამოვრიცხავ, რომ მოწმობების გაცვლა მოხდა”, – განცხადა პესკოვმა.

    აღსანიშნავია, რომ პუტინის აღმოსავლეთ გერმანიის სახელმწიფო უშიშროების სამსახურთან კავშირის შესახებ გერმანიაში არაფერი იცოდნენ და ამ კავშირის დამამტკიცებელი საბუთები ამ დრომდე ნაპოვნი არ ყოფილა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/germaniis-ushishroebis-arqivshi-putinis-shtazis-mowmoba-ipoves/