,,გრიგოლ ვაშაძეს მინდა ვუთხრა, დროა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ პატივი სცეს ერთმანეთს"– აპატურაი


     ,,გრიგოლ ვაშაძეს მინდა ვუთხრა დროა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ პატივი სცეს ერთმანეთს"– ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა. 
 
     „პოლიტიკური მესიჯი, რაც მე მინდა გავაჟღერო გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრაზე და რაზეც სხვა პოლიტიკოსებთანაც ვისაუბრე, არის ის, რომ არჩევნები არის გამყოფი და მაღლა წევს პოლიტიკურ ტემპერატურას, მაგრამ ახლა დროა, ქვეყანა გაერთიანდეს, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ პატივი სცეს ერთმანეთს. მე მაინტერესებს მისი აზრი, რადგან უკვე მოვისმინე სხვა მხარის მოსაზრება. ნატო-ს მოკავშირეებს სჯერათ, რომ საზოგადოების ყველა წევრი უნდა გაერთიანდეს. სწორედ ამიტომ ვაპირებ შეხვედრას არასამთავრობო სექტორთანაც, მათ შორის, მათთან, ვინც უმცირესობასთან მუშაობს. ჩვენ საზოგადოების ყველა ნაწილს უნდა მოვუსმინოთ", – აღნიშნა აპატურაიმ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно