,,პრინციპული არჩევანის შეცვლა ნიკა მელიას ბრიფინგებს არ შეუძლია"– გია ვოლსკი


     ,,სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიულ სისტემაში არჩევნები ძალიან დიდი უპირატესობით მოიგო და 20%-იანი განსხვავება იყო, რომელსაც ვერანაირ გაყალბებას დააბრალებ, ეს დიდი უპირატესობაა"- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხდა.

     „ეს იყო პრინციპული არჩევანი, რომლის შეცლა ნიკა მელიას ბრიფინგებს არ შეუძლია. ნიკა მელიას მეგობრებმა გამოაქვეყნეს და პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით ვითომ სკანდალური ბრიფინგი ჩაატარეს, საბოლოო ჯამში რა დავინახეთ? საზოგადოებას პირადობის მოწმობები გაყალბების მექანიზმად მიყიდეს, მაგრამ ეს არავინ დაიჯერა. საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ მოწმობები მათი ხელისუფლების დროს მოქალაქეებმა, ან მათმა ოჯახებმა მედიასაშუალებებს ჩააბარეს ინფორმაციის გამოსაქვეყნებლად. რამდენი ბრიფინგიც არ უნდა გამართოს, ასეთი ფაბრიკაციები არჩევნების ლეგიტიმურ შედეგებს ვერ შეცვლის",- განაცხადა ვოლსკიმ.

 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно