ავსტრალიამ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა


     შეერთებული შტატების შემდეგ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ავსტრალიამაც აღიარა.

     ოფიციალური განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.

     სკოტ მორისონის ინფორმაციით, კანბერამ წმინდა ქალაქთან და ახლო აღმოსავლეთთან მიმართებაში პოზიცია მნიშვნელოვნად შეცვალა.

     პრემიერის განცხადებით, ოფიციალურ დოკუმენტებში ისრაელის დედალაქად იერუსალიმი ჩაიწერება, თუმცა, აქვე აღნიშნა, რომ აღიარების მიუხედავად, საელჩოს თელავივიდან წმინდა ქალაქში გადატანა არ იგეგმება. დიპლომატიური წარმომადგენლობის ნაცვლად კანბერა იერუსალიმში სავაჭრო და თავდაცვის დეპარტამენტებს განალაგებს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/121193