„გუდაური ახალ სეზონს ძალიან ბევრი სიახლით ხვდება"- მამუკა ბახტაძე


     გუდაურის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. კურორტი 30 წლის იუბილეს ზეიმობს და ახალ სეზონს ახალი ინფრასტრუქტურით ხვდება.

     საზეიმო გახსნაზე პრემიერმინისტრი იმყოფებოდა. მამუკა ბახტაძემ ზამთრის ტურიზმის მნიშვნელობასა და მის განვითარებაზე ისაუბრა.

     „გუდაური ახალ სეზონს ძალიან ბევრი სიახლით ხვდება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წელი ჩვენი ტურისტებისთვის განსაკუთრებული და დაუვიწყარი იქნება. გუდაური ახალ სეზონს 6 ახალი საბაგირო გზით ხვდება, მათ შორის მოხდა 2 ძველი გზის რეაბილიტაციაც. სასიხარულოა, რომ ამ 6 ახალი საბაგიროდან 3 არის გუდაური-კობის მონაკვეთზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი.
 
    ეს პროექტები საშუალებას მოგვცემს, დაახლოებით ოთხჯერ გავზარდოთ გამტარუნარიანობა გუდაურში. ეს იმას ნიშნავს, რომ გუდაურში ტურისტებისთვის იქნება განსაკუთრებით კომფორტული გარემო და აღარ გვექნება ის რიგები, რომლებიც წინა წლებში ყველას გვაწუხებდა. ამასთან ერთად, მიმდინარეობს სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიც. თითქმის სრულდება წყლის რეზერვუარის პროექტი, გუდაურის დიდ ნაწილში უკვე დამონტაჟებულია ხელოვნური გათოვლიანების ინფრასტრუქტურა. ჩვენ გვსურს, გუდაური იყოს მსოფლიო მნიშვნელობის კურორტი და ამისთვის საჭიროა, ხელოვნური გათოვლიანების სისტემა გამართულად ფუნქციონირებდეს. - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно