,,საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე დგას, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ"- პრეზიდენტი


     „საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე დგას, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ,"- ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ფიცის დადების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

     მე-5 პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ ოკუპირებულია და ჩვენს ქვეყანას უსაფრთხოების გაძლიერება სჭირდება.

     „საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე დგას, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. არსებობს საოკუპაციო ხაზი, რომელიც შემოდის ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში და საიდანაც ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ. ეს სუვერენული სახელმწიფოსთვის მიუღებელია, ჩვენ ამას არ შევეგუებით. ჩვენს მოსახლეობას სჭირდება მეტი ყურადღება და გაზრდილი უსაფრთხოება, ამ მიმართულებით უფრო მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ პარტნიორებთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან. უსაფრთხოების უფრო მაღალი დონის მისაღწევად გვჭირდება მეტი თანამშრომლობა ნატო-სთან. შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერება ასევე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია... მე აქტიურად ვიქნები ჩართული ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებში, რათა რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ დასახულ მიზანს," - განაცხადა ზურაბიშვილმა.

     საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის აღიარებისკენ მოუწოდა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно