საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთში ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ


     საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, უწყება მუშაობს, რათა ქართველმა ახალგაზრდებმა ევროპის ქვეყნებში დასაქმება შეძლონ.
 
     დავით ზალკალიანის თქმით, ახალგაზრდებს უფლება ექნებათ დასაქმების მიზნით, საფრანგეთში დროებითი ბინადრობის უფლება მიიღონ.

     „საფრანგეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ამ შეთანხმებას, რომელიც უკვე კანონის სახით იქნება წარმოდგენილი, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთში ლეგალურად დასაქმდნენ,"-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно