,,თბილისში 16 ოჯახს საცხოვრებელი ფართი სიმბოლურ ფასად გადაეცემა"– კალაძე


     თბილისში საცხოვრებელი ფართი სიმბოლურ ფასად კიდევ 16 ოჯახს გადაეცემა.

     კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული საკითხი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილება.

     „დღეს თბილისის მთავრობა განიხილავს 16 ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართების სიმბოლურ ერთ ლარად გადაცემის საკითხს სხვადასხვა უბნებში. ეს პროექტი ჩვენ დიდი ხანია დავიწყეთ, ესეც ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო და დღეს 16 ოჯახს გავაბედნიერებთ", – განაცხადა კალაძემ.

     მისი თქმით, აქედან 11 საცხოვრებელი ფართი მარუაშვილის ქუჩაზეა, ხოლო დანარჩენი ხუთი – გლდანის VII კვარტალში, მოსკოვის გამზირზე, აღმაშენებლის N189-ში, ლილოსა და საქსოვმანქანის დასახლებებში.

    თბილისის მერმა აღნიშნულ საცხოვრებლებში შესახლებულ ოჯახებს ფართის გადაცემის გადაწყვეტილება მიულოცა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно