იაპონიამ კურილიის კუნძულებზე ყაზარმების მშენებლობის გამო პროტესტი გამოთქვა


     იაპონიამ კურილიის კუნძულებზე ყაზარმების მშენებლობის გამო პროტესტი გამოთქვა. როგორც რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, კუნძულ იტურუპსა და კუნაშირზე რუსი სამხედროებისთვის სამი საერთო საცხოვრებლის მშენებლობა 2019 წელს იგეგმება.

     იაპონია აღნიშნულ კუნძულებს საკუთარ ტერიტორიად თვლის და მოსკოვის გადაწყვეტილებას აპროტესტებს.

     როგორც „დოიჩე ველე" წერს, შესაბამისი ნოტა დიპლომატიური არხებით კრემლს უკვე გადასცეს.

     შეგახსენებთ, ნოემბერში რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება სურს. ამ დოკუმენტის გაფორმება სწორედ აღნიშნული კუნძულების შესახებ დავის გამო ვერ ხერხდება. საქმე ეხება ოთხ კუნძულს, რომელიც რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის დროს დაიკავა. იაპონია ამ ტერიტორიის დაბრუნებას მოითხოვს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/iaponiam-kuriliis-kundzulebze-yazarmebis-msheneblobis-gamo-protesti-gamotqva/