,,არ შეიძლება ოპერას ხელმძღვანელობდეს ადამიანი, ვისი მეუღლეც ხელისუფლების დამხობის ინიციატივით გამოდის"– ოქიტაშვილი


     „ნინო ანანიაშვილს, როგორც ბალერინას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ როგორც ხელმძღვანელი არ ვარგა"– ამის შესახებ კულტურის პალატის ხელმძღვანელმა, დავით ოქიტაშვილმა განაცხადა.
 
     მისი თქმით, არ შეიძლება ოპერას ხელმძღვანელობდეს ადამიანი, ვისი მეუღლეც ხელისუფლების დამხობის ინიციატივით გამოდის. 

     ისეთ ცნობილ ხელოვანებს, როგორიცაა ირმა ნიორაძე, ნიკოლოზ ცისკარიძე და ბალეტის კიდევ ბევრი ნიჭიერი  მსახიობი, არ აკარებენ ოპერას. ასევე შეუძლებელია, შენი ოჯახის წევრი გამოდიოდეს ქვეყნის დამხობის მოთხოვნით და შენ ამ ქვეყნის ოპერას ხელმძღვანელობდე. იქ მომუშავე ადამიანები ძალიან უკმაყოფილოები არიან, მაგრამ ეშინიათ ხმამაღლა თქმა, რომ არ დაკარგონ ადგილები. ოპერის მომღერლებს ერთი დარბაზი დაუტოვეს მაშინ, როცა ბალეტს ხუთი დარბაზი აქვს",- აცხადებს დავით ოქიტაშვილი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно