დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა


       „ნაციონალური მოძრაობის" რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელს, დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
 
      ბრალდების მხარემ სხდომაზე კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა და მიზეზად მიმალვის საფრთხე დაასახელა.

     რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, რომ დავით კირკიტაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს და მისი დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.

     მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა პროკურატურის მოთხოვნა, რომელიც აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა.

     კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წარდგენილი. მას ინაუგურაციის დღეს ველისციხეში მომხდარი დაპირისპირებისას პოლიციელისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასა და დაუმორჩილებლობას ედავებიან.

     კირკიტაძეს 17 დეკემბერს კახეთში დააკავეს, სადაც ის გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებთან ერთად აქციაზე იმყოფებოდა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно