,,ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების გაგრძელების მიზნით, სსკ-ში ცვლილებები შევა"-ბესელია


     სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მან პარლამენტს ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიების ვადის გახანგრძლივება მოსთხოვა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა.

     ეკა ბესელია ამბობს, რომ ის მზად არის გაითვალისწინოს პრეზიდენტის მოთხოვნა და შეცვალონ გამოძიების ხანდაზმულობის ვადა.

     „სამართლებრივი გზით ხანდაზმულობის ვადა გავზარდოთ ხუთი წლით, რაც იქნება შესაძლებელი, რომ ამ საქმეზე გამოძიება არ შეწყდეს ხანდაზმულობის მოტივით. მე ვფიქრობ ეს სამართლებრივი გზა არსებობს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანით და მე პირადად მზად ვარ დავიწყო მუშაობა ამ ცვლილებაზე,"-განაცხადა ბესელია.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно