,,წერილების გზავნა ჩვენც კარგად ვიცით, მივაწვდით საერთაშორისო ორგანიზაციებს ობიექტურ ინფორმაციას" - გახარია


     ,,წერილების წერა ჩვენც კარგად ვიცით და გავგზავნით წერილებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან" - ეს განცხადება შს მინისტრმა იმ კითხვებზე საპასუხოდ გააკეთა, რომელიც არჩევნების დღეს დარღვევებს ეხებოდა.

     გიორგი გახარიას თქმით, ის  სრულად აგებს პასუხს იმ ნაწილზე,რომელიც შს სამინსიტროს შეეხება. გახარიას თქმით, ყველა ძალადობრივ დანაშაულზე, რომელიც იყო წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს გამოძიება დაწყებულია.

    „სისხლის სამართლებრივი დევნა არის დაწყებული 26 პირზე, სამწუხაროდ დიდი ნაწილი ამ ხალხის არის მმართველი პარტიის წარმომადგენელი. რაც შეეხება ახალქალაქის ინციდენტს, მინისტრის თქმით, ახალქალაქის ინციდენტთან დაკავშირებით იყო პროვოცირების კომპონენტი, თუმცა ის ორი ადამიანი არის უკვე ადმინისტრაციული წესით გასამართლებული.

     „რაც შეეხება ახალციხის ნაწილს, მართლაც მძიმე ინციდენტი იყო, სისხლის სამართლის დევნა არის დაწყებული 5 ადამიანზე და ეს პროცესი გრძელდება. მესმის ოპზოციის პოზიცია, მაგრამ ჩვენც კარგად გვესმის, როდის, სად საერთაშორისო დონეზე რა განხილვები დაიწყება ჩვენი არჩევნების საბოლოო შეფასებების  და გარწმუნებთ, რომ ამ პერიოდამდე ყველა ის საქმე, რისი დასრულებაც შესაძლებელია დასრულებული იქნება. წერილების გზავნა ჩვენც კარგად ვიცით და ჩვენც გავაგზავნით საერთაშორისო ორგანიზაციებში იმ წერილებს, რომელიც დაადასტურებს სად, როდის და ვინ რა ჩაიდინა, ვინ იყო დასჯილი და თუ რამე დეზინფორმაცია ექნება ამ ხალხს ვეცდებით მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რომელიც რეალობას ეხება,"-ამბობს გახარია.


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно