,,უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების მხარდაჭერისგან, ამ ეტაპზე უმჯობესია თავი შევიკავოთ"– კირვალიძე


      ,,მიუხედავად იმისა, რომ  რუსეთს ოკუპირებული და "დამოუკიდებლობა აღიარებული" აქვს აფხაზეთი და ე.წ. "სამხრეთ ოსეთი", რუსეთის ეკლესია მთელი ამ წლების მანძილზე აღიარებს, -  საქართველოს ეკლესიის კანონიკურ საზღვრებს და აფხაზეთ-ცხინვალის რეგიონს მიიჩნევს მასში შემავალ ეპარქიებად! იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ეკლესიის მიერ (ახალ წლამდე გაიმართება წმინდა სინოდის კრება) მხარდაჭერილი იქნება, უკრაინის ეკლესიის "დამოუკიდებლობის ცნობის" იდეა, მაშინ ამის საპასუხოდ, რუსეთის ეკლესია თავის ამჟამინდელ "პოზიციას გადახედავს", ხოლო რუსეთის სახელმწიფო ცხინვალის სეპარატისტულ-მარიონეტულ დე-ფაქტო ხელისუფლებას "ჩაატარებინებს რეფერენდუმს" ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც დაისმება ერთი კითხვა, - "თანახმა ხართ თუ არა, რომ "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა" შევიდეს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში"?
 
     ამ კითხვას, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის 95% დადებითად უპასუხებს, ანუ მომხრე იქნება ჩრდილოეთ ოსეთთან "შერწყმის" ("ორი ოსეთის გამთლიანების" ბოდვითი "თეორია") და რუსეთის ფედერაციაში "გაერთიანების" საქმე ის გახლავთ, რომ  ოსები, ანუ ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" ამჟამინდელი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, ოკუპაციის პირველი თვეებიდანვე "მუხლმოდრეკილი ეხვეწებიან" რუსებს, რათა ქართული მოსახლეობის ეთნოწმენდის შემდეგ, რუსეთის ფედერაციაში "მიიღოს" ე.წ. სამხრეთ ოსეთი და მისი ოსური მოსახლეობა!.. განსხვავებით აფხაზებისაგან, აფხაზეთში აფხაზების 90% წინააღმდეგია რუსეთში "შესვლისა"! აფხაზები ამბობენ:"ჩვენ გვინდა რუსეთთან ერთად ყოფნა, მაგრამ არა რუსეთში-ო"! აი, ასეთი "განსხვავებაა" - ოსების და აფხაზების "მოთხოვნებს" შორის)!!!...

     P.S. მიმაჩნია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მთელი მართლმადიდებელი სამყარო:ანტიოქიის, ალექსანდრიის, იერუსალიმის, ელადის, სერბეთის, რუმინეთის, ბულგარეთის და სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები აღიარებენ  უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას, მაშინ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამაც აღიაროს! მანამდე კი, ნუ ავჩქარდებით, რადგანაც სხვებისგან განსხვავებით, ზევით ნათქვამი მოსალოდნელი საშიშროების გამო, საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობა ძალიან რთულია და ეს, ჩვენმა მეგობრებმა უნდა გააცნობიერონ! ამიტომ, ამ ეტაპზე, უმჯობესია თავი შევიკავოთ!...
 
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно