,,აშშ მსოფლიოს ჟანდარმი არ უნდა იყოს"- დონალდ ტრამპი


     „ჩვენ არ უნდა ვიბრძოდეთ მსოფლიოში ყველა ერის ნაცვლად. ხშირად ამას არავინ გვიფასებს. თუ მათ სურთ, რომ ჩვენ ვიბრძოლოთ, მათაც უნდა გადაიხადონ საფასური, ზოგიერთ შემთხვევაში მატერიალური ფასიც”, – აღნიშნული განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერაყში ვიზიტისას  გააკეთა.
 
    მისი თქმით, აშშ მსოფლიოს ჟანდარმი არ უნდა იყოს"

    სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა სირიიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სირიაში სიტუაცია პოლიტიკური მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, სირიის აღდგენა მეზობელმა ქვეყნებმა უნდა დააფინანსონ.

     „სირიის აღდგენა გულისხმობს პოლიტიკური გამოსავლის მოძიებას და დაფინანსებას, რომელიც სირიის მეზობელმა მდიდარმა ქვეყნებმა უნდა გაიღონ, და არა აშშ-მა. მიეცით უფლება, გადაიხადონ და ისინი გადაიხდიან. საუდის არაბეთმა ამის პირობა უკვე დადო. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კი განაცხადა, რომ თურქეთი „ისლამური სახელმწიფოსთან” იბრძოლებს. ჩვენ მათთან ერთად ვიმუშავებთ", – განაცხადა ტრამპმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно