,,აი, ასე იგონებენ რუსულ საფრთხეებს"– ლავროვი ევროდეპუტატს


     მიუნხენის კონფერენციაზე ევროდეპუტატმა სერგეი ლავროვს, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე დაუსვა კითხვა.  დეპუტატის თქმით, რუსეთი მეზობელ ქვეყნებს ულტიმატუმს უყენებს.

     „ბატონო მინისტრო, თქვენ ამტკიცებთ რომ ევროკავშირი აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებს ულტიმატუმის წინაშე აყენებს, რომ ან რუსეთთან ერთად იყვნენ, ან ევროკავშირთან. ფაქტია, რომ ჩვენ ძალიან განსხვავებული დონე გვაქვს ურთიერთობის ექვსივე ქვეყანასთან. არ დამეთანხმებით, რომ ჩვენ მათ სურვილებზე ვრეაგირებთ და არაფერს ვაიძულებთ და, თუკი ვინმე არ გააფორმებს ჩვენთან შეთანხმებას, ტანკებს არ ვაგზავნით," - მიმართა  ევროდეპუტატმა სერგეი ლავროვს. 

     რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დეპუტატის საპასუხოდ განაცხადა, რომ საფრთხე, რომელზეც ასე ხშირად საუბრობენ, რუსეთისგან არ არსებობს.

     „აი, ასე იგონებენ რუსულ საფრთხეებს. თქვენი შეკითხვა დაიწყო იმის მტკიცებით, რომ თითქოს, მე ვთქვი, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობას ამ ქვეყნების რუსეთისგან ჩამოსაშორებლად იყენებენ. მე ვთქვი, რომ, როდესაც აღმოსავლეთ პარტნიორობა ყალიბდებოდა, ჩვენ გვარწმუნებდნენ, რომ ის რუსეთის წინააღმდეგ არ იქნებოდა მიმართული და მე იმედი გამოვთქვი, რომ ეს დანაპირები შესრულდებოდა," - განაცხადა სერგეი ლავროვმა.  

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно