სომხეთმა და რუსეთმა 2019 წლისთვის ბუნებრივი აირის ფასზე ვერ მოილაპარაკეს


     სომხეთმა და რუსეთმა 2019 წლისთვის ბუნებრივი აირის ფასზე ვერ მოილაპარაკეს. სომხეთის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები სასურველ შედეგს მიაღწევენ და არასასურველი განვითარება არ იქნება.

     ფაშინიანის თქმით, ორმხრივი ურთიერთობებისთვის ბუნებრივი აირის თემა ძალიან მგრძნობიარეა. მხარეებს შორის არსებულ შეთანხმებას ვადა 31 დეკემბერს გასდის. სომხეთისთვის ათასი კუბური მეტრი ბუნებრივი აირისთვის ფასი 150 დოლარია.

     ,,გაზპრომ არმენიის" საშუალო მარკირების ფასი 62 დოლარს შეადგენს. საბოლოო ჯამში, სომეხი მომხმარებლისთვის 255 დოლარამდე ადის. ფაშინიანისა და პუტინის შეხვედრამდე, სომხურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი კოზაკმა ოფიციალურ ერევანს შეატყობინა, რომ მოსკოვს ბუნებრივი არისი საფასურის გაზრდა ათას კუბურ მეტრზე 215 დოლარამდე სურს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/somkhetma-da-rusetma-2019-wlistvis-bunebrivi-airis-fasze-ver-moilaparakes/