,,ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არ წავალ!"– ეკა ბესელია


     ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ მმართველი გუნდის ახალ სახეებთან მისი დაპირისპირება კიდევ უფრო გამძაფრდეს. ბესელია ამბობს, რომ ის მზად არის ყველა კითხვასა და ბრალდებას უპასუხოს. დეპუტატის თქმით, ის ცდილობს, ყველა გამონათქვამი და პასუხი კორექტული იყოს, თუმცა არც ერთი თავდასხმა უპასუხოდ არ დარჩება. 

     თანაგუნდელებთან დაძაბული ურთიერთობის მიუხედავად ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირებას გამორიცხავს. 

     „მაქსიმალურად ფრთხილად და მოზომილად ვეკიდები ყველა ჩემს განცხადებას. მე ვარ შეგნებულად მოპასუხის როლში ყველა ჩემი კომენტარის დროს და არა თავდამსხმელის როლში.

     მე მიწევს ცალკეულ არასწორ გამონათქვამებზე კომენტარის გაკეთება, მაგრამ მე არ ვარ ის ადამიანი ვინც სადმე იმალება და ან ვინმე შანტაჟის ენით დაელაპარაკება. თუ ეს ასე არ მოხდება და ცალკეული პირები, რომლებიც ახლები არიან და გამარჯვების მერე მოვიდნენ მშვიდ და კომფორტულ გარემოში, თუ ისინი სხვა პოზიციას აირჩევენ და ასცდება ეს იმ იდეალებს, რისთვისაც ჩვენ პირველ ოქტომბერს ვიბრძოდით, გადავხედავ ჩემს პოსტს.

     არა, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არ წავალ, რადგან მე მგონია, ეს არის პროცესი, რომელიც ყველაზე მეტად ჯანსაღია და სჭირდება გუნდს, ხელისუფლებას და საზოგადოებასაც,"-აცხადებს ეკა ბესელია.

     ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დატოვა, მიზეზად ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიას ასახელებს და ამბობს, რომ დასახელებული მოსამართლეების უვადო გამწესება მისთვის მიუღებელია.

     დღეს კომიტეტმა პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩია, რომელიც ბესელიას მოვალეობას შეასრულებს. რაც შეეხება თავად თავმჯდომარის არჩევას, საკითხზე კანონმდებლები საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებენ. 
скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/122422