,,რაღაც ჯგუფმა ომი გადაწყვიტა... ეს დაავალეს!" - ბესელია სკანდალურ ბრალდებებზე საუბრობს


     ექსპერტი გია აბაშიძე, ეკა ბესელიას კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს. აბაშიძის ინფორმაციით ეკა ბესელიამ დიდი ოდენობით ქრთამი ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილსგან აიღო, რათა მისი ბიზნესის პრობლემები მოეგვარებინდა და სასამართლოში ლობირება მოეხდინა.

     „წლებია არსებობდა მოარული ხმები, რომ ქალბატონი ბესელია ჯერ კიდევ ლადო ჭანტურიას თავმჯდომარეობის პერიოდიდან, გარკვეულწილად აგვარებდა რაღაც საქმეებს უზენაეს სასამართლოში. ამჯერად კი, ამ ახალი მოგვარების დამადასტურებელი ფაქტი არსებობს: "ჩეთემ ჰაუსის" ამ წყაროს ინფორმაციით, ეკა ბესელიამ კომპრომატების "მასწერ სპორტა"-ს ზაზა ოქუაშვილისგან, აიღო ქრთამი "ომეგას" მრავალმილიონიანი დავის მოსაგვარებლად. თუმცა, ეს დავა ვერ მოგვარდა და ბესელიას მოუწია ქრთამის ნაწილის დაბრუნება. ამ ყველაფრის ჩანაწერი კი, როგორც მითხრეს, ოქუაშვილს გაუკეთებია და ახალი გასროლით ემუქრება "ქოცნებას”-წერს აბაშიძე.

     თავად ბესელია ამ ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ ის პროვოკაციებს ელოდა. ბესელია დარწმუნებულია, რომ გია აბაშიძე კონკრეტული ჯგუფის დავალებას ასრულებს.

     „ყველამ უნდა დაიცვას გუნდურობა და მთავარი წესი, რომ შიდა საკითხები გარეთ არ გამოვიდეს. მე მექნება პოზიცია, რომ გუნდის მთავარი წესი - გუნდურობა ეხება გუნდის თითოეულ წევრს, ამიტომ თითოეული წევრის პასუხისმგებლობა უნდა იყოს, რომ მთავარი წესი იქნას დაცული"-ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე.

     "ქართული ოცნების" წევრი ლევან კობერიძე ამბობს, რომ გუნდში დაპირისიპირება არ არსებობს და არის მხოლოდ აზრთა სხვადასხვაობა. კობერიძის თქმით, გუნდში განსხვავებული აზრის ქონა არის დადებითი პროცესი.

     საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მარიამ ჯაში კი ამბობს, რომ ეკა ბესელიას გარიცხვის საკითხი არ დამდგარა და ის შესაბამისად ამ თემაზე ვერ ისაუბრებს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/122524