,,ხალხმა მართლა იმიტომ მოგვცა ხმა, რომ ლამის დავუჩოქეთ, ამ მოსამართლეების დანიშვნა კი მათი მოტყუებაა"– ფოფხაძე


     „თუ ჩვენ ჩინჩალაძეს და ამ მოსამართლეებს დავნიშნავთ, ჩვენ ქართველი ხალხის წინაშე არათუ მართლები არ ვიქნებით, არამედ ეს იქნება აშკარა მოტყუება მეორე ტურის განწყობების გათვალისწინებით,"- ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა, გედევან ფოფხაძემ „კურიერთან" სატელეფონო ინტერვიუს დროს განაცხადა.

    დეპუტატი კატეგორიულად ეწინააღმდეგება მოსამართლეთა იმ 10-კაციან სიას, რომლის წარდგენას მმართველ გუნდში დიდი დაპირისპირება მოჰყვა.

     გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ „ქართულმა ოცნებამ" საზოგადოებას ბოდიში მოუხადა შეცდომებისთვის და სთხოვა, რომ ხმა მიეცა. გედევან ფოფხაძის თქმით, თუკი მიხეილ ჩინჩალაძეს უვადო მოსამართლედ დანიშნავენ, ეს იქნება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამომრჩევლის მოტყუება.

     „გუნდიდან წასვლა არის ტექნიკური და ორგანიზაციული ნაწილი. ის არ არის მარტო პოლიტიკური გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში. მე კენჭისყრის დროს მაგ გადაწყვეტილებას წინააღმდეგობა მივეცი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეების შერჩევის თემა ჩვენმა პრობლემებზე არ გადაფაროს. იმიტომ, რომ დაიწყონ ჩვენმა ოპონენტებმა ასეთი ტაქტიკით მოქმედება ამ თემასთან დაკავშირებით. ეკაზე ცუდს ამბობენ, შემდეგ შეიძლება სხვებზეც იგივე გააკეთონ. მე გუნდში ვიქნები, არ ვიქნები, მთავარი ჩვენ არ ვართ, მთავარი არის მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა. სულ რომ არ ვიყო მე, მოსამართლეებად უღირსი ადამიანების შერჩევა ქვეყნისთვის არის კატასტროფა. თუ ჩვენ ჩინჩალაძეს და ამ მოსამართლეებს დავნიშნავთ, ჩვენ ქართველი ხალხის წინაშე არათუ მართლები არ ვიქნებით, არამედ ეს იქნება აშკარა მოტყუება მეორე ტურის განწყობების გათვალისწინებით. ხალხმა მართლა იმიტომ მოგვცა ხმა, რომ ლამის დავუჩოქეთ ხალხს და ვთხოვეთ, შეგვეშალა, არასწორები ვიყავით, ბევრი რამე არასწორად გავაკეთეთ, მაგრამ ახლა ნუ გაგვწირავთ, სააკაშვილი უარესია და არ გვინდა, ქვეყანა დაიღუპოს და მოდით არჩევნებზე, გვიშველეთ,"- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно