,,ეს არასდროს აღარ მოხდება, ყოველ შემთხვევაში ჩვენი მთავრობის პირობებში"– აკაკი ზოიძე მარიხუანას კულტივაციაზე


     მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი „ქართულ ოცნებას" კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის გამო დაუპირისპირდა. ცნობილი ხდება, რომ პარტიის ლიდერი მისივე გუნდზე გაბრაზებულია.

     ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ამბობს, რომ გუშინ 4-საათიან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა მათ უსაყვედურა, რომ მათ არ მიიტანეს საზოგადოებამდე, თუ რას ნიშნავდა კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი.

     საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები ამტკიცებენ, რომ აღნიშნული საკითხის საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

    „ტყუილია, ტყუილი. ეს საქმე საბოლოოდ დასამარებული კი არა, რაც გინდათ, ის დაარქვით. ეს არასდროს აღარ მოხდება, ყოველ შემთხვევაში ჩვენი მთავრობის პირობებში. შიდა საუბარი გვქონდა. კონფიდენციალური საუბრები იყო, ჩვეულებრივი საუბარი იყო, ამ საუბრის დროს ერთ-ერთი თემა იყო, რომ არასწორი კომუნიკაცია როგორ შეიძლება იყოს მაგალითად მოყვანილი, დამთავრდა, ერთი წინადადება, უსაყვედურა, გაიღიმა, გაიცინა, ამაზე იტირა, მსგავსი არაფერი არ ყოფილა. 2 წუთი იყო საუბარი, არასწორი კომუნიკაცია. არასწორი კომუნიკაცია გინდა საყვედურად შეაფასეთ, გინდა ჩვეულებრივ შეფასებად მიიღეთ,"- განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно