ტოკიო მოსკოვს კურილიის კუნძულების დაბრუნების შემთხვევაში, კომპენსაციებზე უარის თქმას შესთავაზებს


     იაპონური მედიის ცნობით, იაპონიის მთვარობა გამოდის ინიციატივით, რომ კურილიის კუნძულებზე შეთანხმების შემთხვევაში, ორივე მხარემ კომპენსაციებზე უარი თქვას. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ემიური" ავრცელებს.

     ტოკიოში მიიჩნევენ, რომ სამხრეთ კურილები მეორე მსოფლიო ომის შედეგ ოკუპირებულია და კუნძულის ყოფილ მცხოვრებლებს მოსკოვისგან კომპენსაციების გადახდის უფლება აქვთ. თუმცა, როგორც იაპონური მედია წერს, მთავრობა მიიჩნევს, რომ ასეთი პრეტენზიები რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების პროცესს აფერხებს.

     როგორც იაპონელი ჟურნალისტები წერენ, ტოკიო მოსკოვს კომპენსაციებზე უარის თქმას რუსეთისა და იაპონიის ხელისუფლების მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დროს შესთავაზებს.

     მოსკოვსა და ტოკიოს შორის ტერიტორიული დავის საგანს კურილიის არქიპელაგის ოთხი კუნძული წარმოადგენს.

     2018 წლის ნოემბერში რუსეთის და იაპონიის ლიდერების შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მხარეები სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების საკითხს დაუბრუნდებიან, რომლის მიხედვითაც მოსკოვი მზად არის, იაპონურ მხარეს ოთხიდან ორი კუნძული გადასცეს, თუმცა, შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/iaponuri-media-tokio-moskovs-kuriliis-kundzulebis-dabrunebis-shemtkhvevashi-kompensaciebze-uaris-tqmas-shestavazebs/