ელმარ ბროკი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებას გამოეხმაურა


     "ევროპის სახალხო პარტიის" წარმომადგენელი, ევროპარლამენტის წევრი ელმარ ბროკი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედებას გამოეხმაურა. 

     „ეს არ არის მოვლენათა კარგი განვითარება, თუ უვიზო მიმოსვლას თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის გაზრდა მოჰყვება, შეჩერების მექანიზმის ამოქმედება შესაძლებელია, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ასე არ მოხდება და არ ამუშავდება ეს მექანიზმი"– აცხადებს ბროკი.

     ბროკის განმარტებით, საქართველოს მთავრობა უნდა იყოს ძალიან აქტიური იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს შეჩერების მექანიზმის ამოქმედება.

     "საქართველოს მთავრობა უნდა იყოს ძალიან აქტიური, იმუშაოს გერმანიისა და ევროპული ქვეყნების მთავრობებთან და ყველაფერი გააკეთოს, რომ ეს თავიდან აიცილოს. თუ სამ თვეზე მეტხანს რჩება საქართველოს მოქალაქე ევროკავშირში და თავშესაფარს ითხოვს, საქართველომ ის უკან უნდა დააბრუნოს და დაამტკიცოს, რომ იგი არის ქვეყანა, რომელიც კანონის შესაბამისად მოქმედებს,"-განაცხადა ელმარ ბროკმა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно