„ახლა რუსეთი იწყებს შემოტევის მეორე, ძალიან სერიოზულ ტალღას" –რატიანი


     აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ვენესუელას პირველ პირთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებას არაღიარების პოლიტიკის გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

    პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრი, სერგო რატიანი, ამბობს, რომ რუსეთი შეტევის ახალ ტალღას იწყებს, რაც ხელისუფლებამ პარტნიორებთან მუშაობით უნდა აირიდოს.

     „ახლა რუსეთი იწყებს შემოტევის მეორე, ძალიან სერიოზულ ტალღას, რომელიც საჭიროებს გაცილებით მეტ მუშაობას ჩვენი საგარეო უწყების მხრიდან, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან და ეს მუშაობა უნდ აიყოს ჩვენს პარტნიორებთან ერთად. ამ წლებში სამწუხაროა, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ ამ გაძლიერებულ მუშაობას იმიტომ, რომ სწორედ ეს მოვლენები, რასაც დღეს ვხედავთ, არ უნდა იყოს დაწყებული," - განაცხადა სერგო რატიანმა.

    რაულ ხაჯიმბა სალვადორში იმყოფება, სადაც ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არაღიარებულ სანჩეს სერენოსთან ერთად, აფხაზი და სალვადორელი ხალხის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაზე საუბრობს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно