,,ქურთებზე თავდასხმის შემთხვევაში, აშშ თურქეთს ეკონომიკურად გაანადგურებს"- ტრამპი


     ქურთებზე თავდასხმის შემთხვევაში, აშშ თურქეთს ეკონომიკურად გაანადგურებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Twitter-ში დაწერა.

     დონალდ ტრამპმა თურქეთს 20 მილის ფართობზე უსაფრთხოების ზონის შექმნისკენ მოუწოდა. პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ქურთებმა თურქეთის პროვოცირება არ უნდა მოახდინონ.

     „დავიწყეთ სირიიდან ჯარის გაყვანა, ამავდროულად ვბომბავთ ისლამური სახელმწიფოს ნარჩენებს. რეფორმირების შემთხვევაში, მათ მახლობლად არსებული ბაზიდან დავბომბავთ. ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლის მიმართულებით აშშ-ის ბრძოლის ყველაზე დიდი ბენეფიციარები რუსეთი, ირანი და სირია არიან. ჩვენც ვისარგებლეთ, მაგრამ ახლა დროა ჩვენი ჯარების სახლში დაბრუნდნენ. დაუსრულებელი ომები უნდა შეჩერდეს", – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

     აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებებს თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი, იბრაჰიმ კალინი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქურთების და ქურთული სამხედრო ჯგუფების შედარება ფატალური შეცდომაა. კალინმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ სტრატეგიულ პარტნიორობას პატივს სცემს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/donald-trampi-qurtebze-tavdaskhmis-shemtkhvevashi-ashsh-turqets-ekonomikurad-gaanadgurebs/