,,ვაქვეყნებ გაეროს ,,მიგრანტთა პაქტის" ქართულ თარგმანს, რომელსაც ხელისუფლებამ საიდუმლოდ მოაწერა ხელი"– ბაღათურია


     ,,ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია, გაეროს ,,მიგრანტთა პაქტის" ქართულ თარგმანს აქვეყნებს და მოსახლეობას მოუწოდებს აზიელი და აფრიკელი მიგრანტების მასიური ჩამოსახლება 28 იანვარს, 12 საათზე პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან გააპროტესტონ.
 
     ,,რას მოაწერა მთავრობამ ხელი ხალხის სახელით, ს ა დ უ მ ლ ო დ, ისე რომ ხალხს არაფერი არ კითხა?! რას გიმალავდნენ!!! ეს ყველა ქართველმა უნდა იცოდეს!!!

     ვაქვეყნებ გაეროს ,,მიგრანტთა პაქტის" ქართულ თარგმანს!!! 23 მუხლს!!!

     განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ: მე-4); 5); 6); 13); 16); 17); 19); 22); და 23-ე მუხლებს!!! თქვენ შეაფასეთ რა ქვია ახალ ამ საქციელს!!!

     გაეროს მიგრანტთა პაქტი, უ ს ა ფ რ თ ხ ო, მ ო წ ე ს რ ი გ ე ბ უ ლ ი დ ა ლ ე გ ა ლ უ რ ი მიგრაციისათვის!!!

1. ზუსტი და დეზაგრეგირებული მონაცემების შეგროვება ემპირიულად გამყარებული პოლიტიკის გამომუშავებისთვის.

2. არასასურველი ზემოქმედების, უარყოფითი ზეგავლენის მქონე ფაქტორებისა და ძალების მინიმუმამდე დაყვანა, რაც ადამიანებს აიძულებს საკუთარი ქვეყნის დატოვებას.

3. ზუსტი და თავისდროული ინფორმაციის მიწოდება მიგრაციის ყველა ეტაპზე.

4. მიგრანტთა უზრუნველყოფა კანონიერი პირადობის მოწმობით და საჭირო დოკუმენტაციით.

5. გამარტივებული წვდომა ლეგალურ საემიგრაციო არხებთან და მეტი დრეკადობის უზრუნველყოფა.

6. სამართლიანი და ეთიკური დაქირავების ხელშეწყობა და მუშაკთა ღირსეული სამუშაო პირობების უზრუნველყოფა და ხელშეწყობა.

7. საემიგრაციო პროცესის ფაქტორების შესწავლა და შესუსტება.

8. უგზო უკლოდ დაკარგულ მიგრანტთა პრობლემის გადასაჭრელად საეტთაშორისო თანამეგობრობის კოორდინაციის ხელშეწყობით ადამიანთა გადარჩენა.

9. ტრანსნაციონალური ზომების ეფექტურობის ამაღლება უკანონო მიგრანტთა შემოყვანის პროცესში.

10. გაფრთხილება, აღკვეთა და აღმოფრქვა ადამიანით ვაჭრობის საერთაშორისო მიგრაციის კონტექსტში.

11. კოორდინირებული ძალებით ინტეგრირებული და უსაფრთხო სასაზღვრო მმართველობის უზრუნველყოფა.

12. მიგრაციის პროცედურების მტკიცებულებათა და პროგნოზირებადობის ხარისხის გაზრდა, რათა უზრუნველყოფილი იყოს საიმედო კონტროლი შესაბამის ორგანოებში მათი გადანაწილების პროცესის დროს, უფლებამოსილი ორგანოების მონიტორინგის მეშვეობით.

13. მიგრანტების დროებითი მოთავსების იზოლატორებში განთავსების პრაქტიკის გამოყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, ალტერნატივების ძიების დროს.

14. საკონსულო დაცვის, დახმარებისა და თანამშრომლობის ეფექტურობის გაუმჯობესება საემიგრაციო ციკლის ხანგრძლივობისას.

15. მიგრანტების საბაზისო მომსახურებით უზრუნველყოფა.

16. მიგრანტებისა და საზოგადოებებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, რაც უზრუნველყოფს სრულ სოციალურ ინტეგრაციასა და ერთობას.

17. დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული საჯარო დებატების ხელშეწყობა მიგრაციის შესახებ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების მიზნით.

18. უნარ-ჩვევების განვითარება და კვალიფიკაციის თუ კომპეტენციის ურთიერთ აღიარება.

19. დიასპორებსა და მიგრანტათვის შესაბამისი პირობების შექმნა, რათა მათ მაქსიმალურად შეძლონ სხვადასხვა ქვეყნებში მდგრადი განვითარება.

20. ოპერატიულობისა და საიმედოობის გაზრდა გზავნილებზე პროცენტული განაკვეთის შემცირებით მიგრანტთა ფინანსური ინტეგრაციის გასაუმჯობესებლად.

21. თანამშრომლობა თანმიმდევრული რეინტეგრაციის უზრუნველსაყოფად, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და რეადმისიისთვის.

22. მატერიალური უფლებების სოციალურ უზრუნველყოფაში გადაყვანის მექანიზმის შექმნა.

23. საერთაშორისო თანამშრომლობისა და გლობალური პარტნიორობის გაძლიერება უსაფრთხო, თანმიმდევრული და ლეგალური მიგრაციის უზრუნველსაყოფად.

 
      P.S.ქართველებო გამოდით ქუჩაში!!! დაიცავით საქართველო აზიელი და აფრიკელი მიგრანტების მასიური ჩამოსახლებისგან!!! 28 იანვარს, 12:00 პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან, საშვთა ბიუროს მხრიდან"– წერს ჯონდი ბაღათურია.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно