,,მალაშხია არის თაღლითი!.. არსებული ბრეჟნევული სისტემა შესაცვლელია"– გაბრიჭიძე


     ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
 
     თაღლითი შოთა მალაშხია პრეზიდენტის პოზიციაზე რომ კომენტარებს აკეთებს, ამიტომ არის არსებული ბრეჟნევული სისტემა სერიოზულად შესაცვლელი.

    მალაშხია არის თაღლითი! დიახ, თაღლითი იმ საყოველთაოდ ცნობილი სქემის გამო, რომლითაც ის ამდენი წელიწადი პარლამენტის წევრი იყო. მან გააქირავა თავისი ერთკაციანი პარტია. ქირის სახდელიდან ბიუჯეტში არ შეიტანა შესაბამისი სახდელი. მალავდა იმას, რომ ნაციონალური მოძრაობის სიის წევრობის პარალელურად, იყო სხვა პოლიტიკური პარტიის წევრი (მერე რა, რომ მარტო იყო). 

    ეს ნიუანსები იურისტებმა უნდა შეისწავლონ. პარალელურად ევრონაცებთან მიმართებაში გიგი წერეთელის თაღლითობაც საკმაოდ სერიოზულად არის გამოსაძიებელი! 

    არ აღდეგბა სამართლიანობა, სანამ თაღლითები უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იქნებიან!

    არადა იმ მალაშხიას, ან გიგი წერეთელს ვინმე ბავშვმა, ან მოხუცმა 20 თეთრი რომ სთხოვოს, პატრულს გამოიძახებენ გამოძალვის ბრალდებით!!!
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно