,,არ ვფიქრობ, რომ ცილისწამებასთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრება საჭიროა"– ლომჯარია


     სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ცილისწამებასთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრება საჭირო არ არის.

     „ჩემთვის დღემდე ბუნდოვანია, რა ინიციატივაზე საუბრობენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები, რადგან  რამდენიმე საკითხი ითქვა, თითქოს ცილისწამებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა უნდა დარეგულირდეს, თითქოს არასწორი ინფორმაციის გავრცელება უნდა დარეგულირდეს და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს სხვადასხვა საკითხია. ამ ეტაპზე, არ ვფიქრობ, რომ ამ საკითხს სჭირდება კიდევ მეტად დარეგულირება ან გამკაცრება.

     ნამდვილად გვაქვს ლიბერალური კანონმდებლობა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით და რა ინიციატივაც უნდა გამოითქვას, სახალხო დამცველი დაიცავს გამოხატვის თავისუფლების იმ ფარგლებს და იმ სტანდარტს, რაც დღეს გვაქვს საქართველოში", – აცხადებს სახალხო დამცველი.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно